top of page
IMG_5759.JPG

ციცია ჯავახიშვილი

მმართველი პარტნიორი

ციცია ჯავახიშვილი 2014 წლიდან ეწევა აქტიურ იურიდიულ პრაქტიკას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.  ხოლო 2020 წლიდან იგი არის დოთს ლეგალის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. 

მან 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო 2019 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი კერძო (ბიზნეს) სამართლის მიმართულებით (ბიზნეს სამართლის ქართულ-ინგლისური სამაგისტრო პროგრამა). ფორმალურ განათლებასთან ერთად მას წარმატებით აქვს გავლილი არაერთი ინტენსიური კურსი და ტრენინგის სამართლისა და ბიზნესის საკითხებზე, მათ შორის მოლაპარაკებების წარმოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებსა და სტრასბურგის სასამართლოში სამართალწარმოების შესახებ და სხვა.

ციცია ჯავახიშვილის სამუშაო გამოცდილება ამ დრომდე მოიცავს საჯარო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციაში, პოლონურ საერთაშორისო კომპანიაში და საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებში იურისტად მუშაობის პრაქტიკას. 

საქმიანობას ეწევა სამართლის სხვადასხვა სფეროში. ძირითადი მიმართულებებია: იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი და შედგენა, მოლაპარაკებებში წარმომადგენლობა, დავის არსებობის შემთხვევაში საქმის შესაბამის ადმინისტრაციულ და სასამართლო უწყებებში  წარმოება, სახელშეკრულებო სამართალი, კორპორაციული და ბიზნეს სამართალი, შრომის სამართალი, საემიგრაციო სამართალი, საინვესტიციო სამართალი და უძრავი ქონება.

bottom of page