top of page

სამედიცინო სამართალი

„ჯანდაცვის სფეროში არსებული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები განსაკუთრებული სპეციფიკით ხასიათდება. სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციების მრავალფეროვნების, პაციენტის უფლებებისა და სამედიცინო დაწესებულებების ვალდებულებათა გათვალისწინებით, ხშირად წარმოიშვება ბუნდოვანი და არაერთგვაროვანი გარემოებები, რომლებიც პროფესიონალურ და გონივრულ გადაწყვეტას საჭიროებს.“

დოთსი გთავაზობთ სამედიცინო სფეროში არსებული ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფას.  

სამედიცინო საქმიანობის სპეციფიკური ბუნებიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი მზადაა განსაზღვროს ყველა ის იურიდიული საკითხი, რისკი და პრიორიტეტული სამართლებრივი ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია პაციენტთან, სამედიცინო კლინიკასთან ან ინდივიდუალური სამედიციო საქმიანობის განმახორციელებელ პირთან. 

აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დოთსი გთავაზობთ:

 

  • სამედიცინო კლინიკასთან არსებული ურთიერთობის სამართლებრივ უზრუნვეყლოფას

  • სამედიცინო კლინიკის მიერ განსახორციელებელი სამედიცინო მანიპულაციების ფარგლებში არსებული ურთიერთობის                           სამართლებრივ შეფასებას

  • პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას ან ინდივიდუალურ სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ პირს შორის წარმოქმნილი უთანხმოების მედიაციის ან სასამართლოს გზით გადაჭრას და სრულ მომსახურებას

  • სამედიცინო ნებართვების, ლიცენზიებისა და საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას

  • სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას

  • სამედიცინო კლინიკებისთვის აუთსორსულ მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს სრულ სამართლებრივ მომსახურებას, როგორც    პაციენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, აგრეთვე სხვა უწყებებთან, თანამშრომლებთან და  სხვა იურიდიულ  თუ ფიზიკურ პირებთან  თანამშრომლობის ნაწილში

bottom of page