top of page
რომე_edited.jpg

სალომე გორგოძე

მმართველი პარტნიორი

სალომე გორგოძე 2015 წლიდან ეწევა აქტიურ იურიდიულ პრაქტიკას კერძო სექტორში, ხოლო 2020 წლიდან იგი არის დოთს ლეგალის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.

 

მას განათლება აქვს მიღებული საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში როგორიცაა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სამართალმცდონეობის ბაკალავრი) და თბილისის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (კერძო და საერთაშორისო სამართლის ქართულ/ინგლისური სამაგისტრო პროგრამა), ფორმალური განათლებასთან ერთად მას წარმატებით აქვს გავლილი არაერთი ინტენსიური კურსი და ტრენინგის სამართლისა და ბიზნესის საკითხებზე, მათ შორის მედიაციისა და მოლაპარაკებების შესახებ.

სალომე გორგოძის სამუშაო გამოცდილება ამ დრომდე მოიცავდა საქართველოში მოქმედი კერძო კომპანიებში იურისტად მუშაობის პრაქტიკას, ხოლო მისი პრაქტიკის ძირითად მიმართულებებს სხვა დანარჩენ სფეროებთან ერთად წარმოადგენდა სამშენებლო ბიზნესი, სარეკლამო და კინოს ინდუსტრია. მას დიდი გამოცდილება აქვს იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზისა და შედგენის მეთოდიკაში, მოლაპარაკებებში წარმომადგენლობის, ხოლო დავის არსებობის შემთხვევაში საქმის შესაბამის ადმინისტრაციულ და სასამართლო უწყებებში წარმოების.

bottom of page