საბა გორგოძე
HSE მენეჯერი
საბა გორგოძე 2016 წლიდან მუშობს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სპეციალისტად. 2021 წლიდან იგი არის დოთს ლეგალის შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის მენეჯერი.
მას განათლება აქვს მიღებული საქართველოს უნივერსიტეტებში, როგორიცაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ღია უნივერსიტეტი. ფორმალურ განათლებასთან ერთად მას წარმატებით აქვს გავლილი შრომის უსაფრთხოების სფეროში არაერთი ინტენსიური კურსი და ტრენინგი, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ტრენინგი, SAFCO – IOSH შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ტრენინგი, კომპანია „Black Sea Group” შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინტერნსიური კურსი და სხვა.
მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სამშენებლო ობიექტებზე და საოფისე, თუ სხვა დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტრუქტაჟის შემუშავებაში, განხორცილებასა და შესაბამისი სუპერვაიზინგის უზრუნველყოფაში.