გამარჯობა
დოთს ლეგალი არის საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე მოქმედი იურიდიული კომპანია, რომელიც აერთიანებს ახალი თაობის იურისტებს, თანამედროვე ხედვებითა და მიდგომებით. ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს გახადოს სამართალი და იურიდული მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტური და მარტივი ნებისმიერი მომხმარებლისათვის.
მომსახურება
დოთს ლეგალი შეიქმნა 2020 წელს საქართველოში, სამართლის სხვადასხვა დარგში გამოცდილი ქართველი ახალგაზრდა იურისტების მიერ. ჩვენი კომპანია იზრდება ქართულ ბაზართან და ბიზნესთან ერთად.
ჩვენ ვუწევთ იურიდიულ მომსახურებას საერთაშორისო ორგანიზაციებს, ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქართულ კომპანიებს და სხვა.
ამჟამად დოთს ლეგალი არის წამყვანი, სრულმასშტაბიანი იურიდიული კომპანია. დოთსი იურიდიულ მომსახურებას გასწევს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.
ჩვენი გუნდი
ჩვენ არასოდეს ვწყვეტთ ცნოდნის მიღებას, ხოლო ცოდნა და გამოცდილება ჩვენი და ჩვენი კლიენტების წარმატების გასაღებია. ჩვენი კლიენტების, მათი ბიზნესის შესწავლა და ეფექტური გუნდური მუშაობის პრინციპები ჩვენთვის ფუნდამენტურია. საკითხთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და სპეციალიზაცია სამართლის ცალკეულ სფეროებში ჩვენი საქმიანობის ძირითადი არსია.
დოთს ლეგალის მიერ განხილული ყველა საკითხი მაქსიმალური სიფრთხილის, ნდობისა და ერთგულების პრინციპების პატივისცემით ხორციელდება. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მზადაა დროული და ეფექტური იურიდიული დახმარება გაგიწიოთ.
დოთსი მიზნად ისახავს უზრუნველყოს საუკეთესო სამუშაო გარემო მისი გუნდისთვის, რაც საბოლოოდ ჩვენი კლიენტების ბიზნესის წარმატებაზე აისახება.
კონტაქტი
მისამართი:
აკაკი წერეთლის გამზირი N114, თბილისი, საქართველო, 0119
ტელ:
ელ-ფოსტა:
საწყისი გვერდი